სენაკში, შონიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა
სენაკში, შონიას ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

სენაკში, შონიას ქუჩაზე ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

სახლი გურამ ზარანდიას ოჯახს ეკუთვნის და მასში სამი ადამიანი ცხოვრობდა.

სენაკის მერიის წარმომადგენლის, გოჩა ჭანტურიას ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა საოჯახო ნივთები და ავეჯიც.

მისივე თქმით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. დაზარალებულ ოჯახს კი, მერია შესაბამისი პროგრამის ფარგლებში დაეხმარება.