სენაკში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებელთა ნაწილმა აქცია გამართა
სენაკში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებელთა ნაწილმა აქცია გამართა

სენაკში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებელთა ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტეს თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალი.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობა პრობლემებს უქმნის და აზიანებს მათ საცხოვრებელ სახლებს. ამასთან, ადგილობრივების თქმით, გზაზე არ არის მოწყობილი ტროტუარები, ასევე არ არის გაწმენდილი სანიაღვრე არხები.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება, რომელიც წყლის გადასახდს უკავშირდება. მათი თქმით, ბოლო თვეში სასმელი წყლის გადასახადი 500-ზე მეტი ლარი მიუვიდათ, რაც 10-ჯერ მეტია წინა თვეების გადასახადთან შედარებით.

აქციის მონაწილეებს შეხვდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი. მისი თქმით, მომავალ წელს ქალაქის ცენტრალურ, მშვიდობის ქუჩაზე ყველა პრობლემა მოგვარებული იქნება. რაც შეეხება მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობას, მისი თქმით, გზა საერთაშორისოა და მოძრაობის აკრძალვა გამორიცხულია, სანამ ალტერნატიული ავტობანის არ აშენდება.