სენაკში ხანძარს 90 წლის ქალი ემსხვერპლა

15:45, 30.01.2020

სენაკში, ნაფეტვარიძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილი 90 წლის ქალია, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცველები.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

მსგავსი