სენაკში ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურდა
სენაკში ძლიერი წვიმის შედეგად ათეულობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები გაუნადგურდა

სენაკში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა. ათეულობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურდა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მშვიდობისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე, ადგილობრივები ამბობენ რომ პრობლემები ყოველი წვიმის დროს იქმნება. ისინი სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე საუბრობენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.