სენაკში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
სენაკში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სენაკში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ადგილზე გავრცელებული ინფორმაცით, „ბეემვეს“ მარკის მსუბუქი ავტომობილი შენობას შეეჯახა. მანქანის მძღოლი შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს.