სენაკის სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა
სენაკის სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა

სენაკის მეორე საჯარო სკოლაში 18 ბავშვი მოიწამლა. ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ყველას აღენიშნებოდა თავბრუსხვევა და ალერგიული გამონაყარი.

ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ დღესვე გაწერენ კლინიკიდან.

როგორც საქართველოს პირველ არხს სენაკის მერმა, ლევან კუპრეიშვილმა განუცხადა, მომხდარ ფაქტზე მოკვლევა უკვე დაწყებულია.

მისი თქმით, ბუნებრივი აირით მოწამვლა გამოირიცხა. ლევან კუპრეიშვილის ინფორმაციით, 15 აპრილიდან მოყოლებული გაზის მიწოდება შეწყვეტილია და გაზის კომპანიამ ეს ინფორმაცია გამოძიებას უკვე მიაწოდა. ადგილზე მუშაობენ ექსპერტები და გამომძიებლები ბავშვების მოწამვლის მიზეზის დასადგენად.