სენაკის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის გამო, 70 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა
სენაკის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის გამო, 70 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

სენაკის მუნიციპალიტეტში, ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ კვაუთის 70-მდე ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

ორი სოფლის – ლეძაძამესა და კვაუთის დამაკავშირებელი ხიდი წყალმა წაიღო.

ადგილობრივები ყვებიან, რომ უხვი ნალექის შედეგად, ჯერ ხიდის საძირკველი დაზიანდა, შემდეგ კი, ხიდი წყალმა მთლიანად წაიღო.

შიდა სასოფლო გზები და საცხოვრებელი სახლების ეზოები დატბორილია სოფელ გეჯეთშიც.