სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
სენაკის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამი ადამიანი დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სენაკის მუნიციპალიტეტში. სოფელ ბეთლემში მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა და აფეთქდა.

დაღუპულთა შორის ერთი არასრულწლოვანია.

ავტომანქანაში მყოფი კიდევ ორი პირი სენაკის კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.