სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშაში 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

16:20, 13.06.2021

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორშის გზაზე, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ამავე სოფლის მკვიდრი, 1975 წელს დაბადებული მამაკაცი.

მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული და ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით – საქართველოს სსკ-ის 117-ე ( სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა) მუხლებით მიმდინაროებს.

მსგავსი