სემი რადრადრას კორონავირუსი აქვს - ფიჯელთა კაპიტანმა, შესაძლოა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩი გამოტოვოს
სემი რადრადრას კორონავირუსი აქვს - ფიჯელთა კაპიტანმა, შესაძლოა, „შემოდგომის ერთა თასის“ პირველი მატჩი გამოტოვოს

ფიჯის მორაგბეთა ნაკრების ლიდერმა სემი რადრადრამ კორონავირუსის ტესტზე, მსგავსად მისი სამი თანაგუნდელისა, დადებითი პასუხი მიიღო – აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული ვებგვერდი „რაგბირამა“ (RugbyRama) ავრცელებს. იმის გასარკვევად, ითამაშებს თუ არა შუამარბი „შემოდგომის ერთა თასის“ პირველ დაპირისპირებაში, მისი მომდევნო ტესტის პასუხს უნდა დაველოდოთ, რომელიც გუშინ ჩაუტარდა. თუკი რადრადრა უარყოფით პასუხს მატჩამდე 24 საათით ადრე მიიღებს, იგი ვანში, საფრანგეთის წინააღმდეგ ასპარეზობას მოახერხებს.

პირველი ტესტი ორივე გუნდის ყველა წარმომადგენელს ორშაბათს ჩაუტარდა – საფრანგეთის ნაკრებში კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირდა, ხოლო ფიჯელთა შორის ინფიცირებული ოთხი მორაგბე აღმოჩნდა.

სემი რადრადრა ერთ-ერთი მათგანია და თუკი „მფრინავი ფიჯელების“ კაპიტანი მეორე ტესტზეც დადებით პასუხს მიიღებს, მას მინიმუმ მომდევნო მატჩის გამოტოვება მოუწევს.