სემეკის წევრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდებიან

07:10, 30.03.2018

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) წევრებს შეხვდებიან.

შეხვედრის მიზანია სემეკის მიერ დაგეგმილი სიახლეებისა და პროექტების შესახებ ბიზნესსექტორის ინფორმირება.

შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემა იქნება – ახალი მომხმარებლის მიერთება ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელზე.

კერძოდ, სამივე სექტორში ახალი მომხმარებლის მიერთების სტანდარტები და მათი შესრულების მონიტორინგი. სემეკის წარმომადგენლები ასევე ისაუბრებენ „მისტიური მომხმარებლის“ პროექტზე, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით ხორციელდება.

შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დარბაზში 11:00 საათზე გაიმართება და მას ბიზნესსექტორის 60-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

 

მსგავსი