სემეკ-ის წევრი გაზის ტარიფის შემცირების მიზეზებს განმარტავს
სემეკ-ის წევრი გაზის ტარიფის შემცირების მიზეზებს განმარტავს

სემეკ-ის წევრი გოჩა შონია გაზის ტარიფის შემცირების მიზეზებს განმარტავს.

როგორც გოჩა შონია განაცხადა, ტარიფის შემცირება ძირითადად გამოწვეული იყო განაწილების ტარიფის შემცირებით.

„განაწილების ტარიფი შემცირდა დაახლოებით 1.3 თეთრით და ეს შემცირება გამოწვეული იყო ძირითადად მაინც ნორმატიული დანაკარგების ღირებულების შემცირებით. კომისია ადგენს დანაკარგების განაკვეთებს კომპანიებისთვის 5-წლიან პერიოდზე. მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ეს დანაკარგები შემცირდა და, შესაბამისად, ამ შემცირებამ გამოიწვია თვითონ განაწილების ტარიფის შემცირება. თუმცა გაიზარდა მიწოდების ტარიფი, მიწოდების ტარიფის ზრდა იყო დაახლოებით 1.3 თეთრი და შესაბამისად, ამ ორმა კომპონენტმა ერთმანეთი დააბალანსა, თუმცა ტრანსპორტირების ტარიფის შემცირებამ საბოლოო ჯამში გამოიწვია სამომხმარებლო ტარიფის შემცირებაც. ასე რომ, სამომხმარებლო ტარიფი შემცირდა 0.014 თეთრით 1 კბ მ-ზე, შესაბამისად ეს ტარიფი იმოქმედებს ერთი წლის განმავლობაში”, – განაცხადა გოჩა შონიამ.

სემეკ-მა უკვე დაამტკიცა ტარიფის კლება „სოკარ ჯორჯია გაზის“ აბონენტებისთვის 0.011 თეთრით, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ აბონენტებისთვის 0.014 თეთრით, „საქორგგაზის“ აბონენტებს კი 0.012 თეთრით.