სემეკი ნეტო-აღრიცხვის რეგულაციებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს
სემეკი ნეტო-აღრიცხვის რეგულაციებში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) დღეს, საჯარო სხდომაზე განიხილავს ელექტროენერგიის მიწოდებისა და მოხმარების წესებში დაგეგმილ ცვლილებებს. ცვლილებების მიხედვით, ნეტო-აღრიცხვის სისტემაში ჩართული ერთი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით სარგებლობა მომხმარებელთა ჯგუფებს შეეძლებათ.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში სემეკის მიერ დანერგილი ნეტო-აღრიცხვის სისტემა, საშუალებას იძლევა მომხმარებელმა ელექტროენერგია გამოიმუშავოს საკუთარი მოხმარებისთვის განახლებადი ენერგიების – მზის, ქარის, წყლის, (მათ შორის ჩამდინარე წყალი) ენერგიების გამოყენებით.

ნეტო-აღრიცხვის სისტემა იძლევა შესაძლებლობას ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა მოხდეს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში და არა ძვირადღირებულ აკუმულატორებში. წესების შესაბამისად, განახლებად ენერგიებზე მომუშავე მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური მიერთებულია ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების ადგილას და მისი დადგმული სიმძლავრე არ აღემატება 100 კილოვატს”,- აცხადებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.

საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.