სემეკ-ი „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს
სემეკ-ი „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს

სემეკ-ი „მისტიური მომხმარებლის“ კვლევის შედეგებს გამოაქვეყნებს. როგორც სემეკ-ში განმარტავენ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია „მისტიური მომხმარებლის“ პროექტის პირველი შუალედური ანგარიშის შედეგებს დღევანდელ საჯარო სხდომაზე გამოაქვეყნებს.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში პირველად ჩატარდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ თბილისისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოქალაქეებისთვის გაწეული მომსახურების პროცესი შემოწმდა.

კომისიის სხდომა 12:00 საათზე, დაიწყება, რომელსაც ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალმომარაგების კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.