სემეკი - გორში მომხდარზე კომისიაში მოკვლევა უკვე დაწყებულია 
სემეკი - გორში მომხდარზე კომისიაში მოკვლევა უკვე დაწყებულია 

სს „საქორგგაზის“ გორის სერვისცენტრის შენობასთან საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ კომისიაში უკვე დაწყებულია საკითხის მოკვლევა.

მათივე ინფორმაციით, ხვალ დაგეგმილია კომისიის წარმომადგენლებისა და ენერგოომბუდსმენის  გორში ჩასვლა და ვითარების ადგილზე შესწავლა.

“კომისია ყოველთვის გამოთქვამს მზადყოფნას, რომ დაიცვას მომხმარებელთა უფლებები”, – აცხადებენ კომისიაში.

გორის მცხოვრებლების ნაწილმა დღეს საქორგგაზის“ გორის სერვისცენტრის შენობასთან აქცია გამართეს და ბუნებრივ აირზე დარიცხული გადასახადი გააპროტესტეს. აქციის მონაწილეები კომპანიის ოფისში შეიჭრნენ. ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ კომპანიის წარმომადგენლები.