სემეკი გაზის ტარიფებზე 26 დეკემბერს იმსჯელებს

13:25, 19.12.2018

გაზის სამომხმარებლო ტარიფებზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 26 დეკემბერს იმსჯელებს. შესაბამისად, ცნობილი გახდება, თუ რა ტარიფით გადაიხდიან აბონენტები გადასახადს 2019 წლის პირველი იანვრიდან.

იგეგმება „ყაზტრანსგაზ-თბილისის”, „სოკარ ჯორჯია გაზისა” და „საქორგგაზის” სატარიფო განაცხადების განხილვა.

სემეკ-ში არ აკეთებენ წინასწარ შეფასებას, შეიცვლება თუ არა არსებული ტარიფები.

მსგავსი