სემეკ-ი არ გამორიცხავს, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის მოდელი შეიცვალოს
სემეკ-ი არ გამორიცხავს, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფის მოდელი შეიცვალოს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომპანიაში არ გამორიცხავენ, რომ ჰიბრიდული ტარიფის გადახდის პრინციპი ბუნებრივი აირის სექტორზეც გავრცელდეს. კომისიის წევრის, გიორგი ფანგანის ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ საოჯახო ტიპის სასტუმროები, ასევე აქვთ პრეტენზია გაზის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის გადახდასთან დაკავშირებით. ამიტომ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში მიაჩნიათ, რომ სამართლიანი იქნება წყლის სექტორის მსგავსად, ბუნებრივი აირის კომპანიებზეც ჰიბრიდული ტარიფი გავრცელდეს.

„ჩვენ როდესაც ვმუშაობდით ექსპერტებთან ამ საკითხზე, მათ შორის მათთან, ვინც იყვნენ ჩართული ტურისტულ საქმიანობაში და სასტუმროების ბიზნესში, მათ ჰქონდათ გარკვეული პრეტენზიები, მაგალითად მცხეთიდან იყო ძალიან ბევრი პრეტენზია შემოსული, რომ იქ ვინც გახსნეს საკუთარ სახლებში სასტუმროები, დაიწყეს გარკვეული კომერციული საქმიანობა, მეორე დღესვე მივიდნენ ბუნებრივი გაზის კომპანიის წარმომადგენლები და დაარიცხინეს არასაყოფაცხოვრებო ტარიფი. არსებული რეგულაციებით სწორადაც მოიქცნენ, თუმცა ჩვენ ახლა შევისწავლით ამ საკითხს, თუ იქნება ანალოგიური მოთხოვნა დაყენებული, რატომაც არა?! ეს მოდელი შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ საწარმოსა და მიმართულებაზე“, – განაცხადა კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა.