სემეკ-ი თბოსადგურების ტარიფებზე 18 დეკემბერს იმსჯელებს

18:27, 17.12.2017

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 18 დეკემბრის საჯარო სხდომაზე თბოელექტროსადგურებისათვის ტარიფების დადგენაზე იმსჯელებს.

სემეკ-ის ინფორმაციით, კომისია განიხილავს შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ (თბილსრესის მე-3, მე-4 ენერგობლოკები) და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ (თბილსრესის მე-9 ენერგობლოკი) გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის საკითხებს.

ამასთან, 18 დეკემბრის საჯარო სხდომაზე გაგრძელდება მსჯელობა შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალისა“ და შპს „რუსთავის წყალის“ საინვესტიციო გეგმებზე.

სემეკ-ში სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. სხდომა საჯაროა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

მსგავსი