სემეკ-ში ზაზა ფაჩულიას განცხადებას განიხილავენ
სემეკ-ში ზაზა ფაჩულიას განცხადებას განიხილავენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკ) კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას განცხადებას განიხილავს.

კომისიის ინფორმაციით, საუბარია მის საკუთრებაში არსებული ფართისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდაზე, რაზეც ფაჩულიამ „თელასს“ მიმართა. თუმცა, სამუშაოს ჩატარება კომპანიისთვის ტექნიკურად და ფინანსურად რთულია, რის გამოც პროცესში სემეკ-ი ჩაერთო.

საკითხის განხილვა დღეს დაიწყო, თუმცა გადაწყვეტილება კომისიის წევრებს ჯერ არ მიუღიათ.

სემეკ-ში ამბობენ, რომ სხდომის შესახებ ინფორმირებული იყო თავად ზაზა ფაჩულია, თუმცა მას არ დასწრებია.