სემეკ-ში 21, 22 და 24 დეკემბერს დაგეგმილი საჯარო სხდომები გადაიდო

20:46, 19.12.2020

სემეკ-ში 21, 22 და 24 დეკემბერს დაგეგმილი საჯარო სხდომები გადაიდო.

სხდომის გადადების მიზეზი სემეკ-ის თავმჯდომარის და კომისიის წევრების თვითიზოლაციაში ყოფნა გახდა.

მათ კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდათ კონტაქტი.

21 დეკემბერს კომისიას ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი უნდა განეხილა.

დადგენილი წესების შესაბამისად, სემეკ-ის წევრების მიერ „პისიარ“ ტესტირების პასუხების მიხედვით, ჩაინიშნება საჯარო სხდომები, სადაც კომისია განიხილავს გადადებულ საკითხებს.

სხდომების თარიღების შესახებ საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.

მსგავსი