სემეკ-მა მოქალაქეებს 26 620 ლარი ჩამოაწერა
სემეკ-მა მოქალაქეებს 26 620 ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე მოქალაქეებს 26 620 ლარი ჩამოაწერა.

კომისიამ განიხილა დავები მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის, რომლებიც შეეხებოდა უსაფუძვლო დარიცხვებს, ხანდაზმულ დავალიანებებსა და კომპანიების მხრიდან მიერთების ვადების დარღვევებს.

კომისია მოუწოდებს ყველა მომხმარებელს, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მიმართონ კომისიას წერილობით ან ცხელი ხაზის მეშვეობით, ნომერზე 16 216. ცხელ ხაზზე დაკავშირება უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან. ასევე, მოქალაქეებს კონსულტაციების გავლა შეუძლიათ კომისიის Facebook გვერდზეც.

დატოვე კომენტარი