სემეკ-მა „სვანეთი ჰიდროზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა
სემეკ-მა „სვანეთი ჰიდროზე“ ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა.

კომისიის ინფორმაციით, მათ მიერ „სვანეთი ჰიდროს“ სახელზე გაცემული ლიცენზია შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტში განთავსებულ 30 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურ „მესტიაჭალა ჰესი 2“-ით“ ელექტროენერგიის წარმოებას.

„ჩამონადენზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა. ის შედგება სამი აგრეგატისგან, რომელთა ნომინალური სიმძლავრე 10-10 მგვტ-ია. „მესტიაჭალა ჰესი 2-ის“ საპროექტო წლიური გამომუშავება 106.7 მლნ კვტ.სთ-ს შეადგენს“, – აცხადებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში.