სემეკ-მა „გარდაბანი თბოსადგური 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა
სემეკ-მა „გარდაბანი თბოსადგური 2“-ზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის სახელზე ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია გასცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული 230 მგვტ სიმძლავრის კომბინირებული თბოსადგური ექსპლუატაციაში მიმდინარე წელს შევიდა. ბუნებრივ აირზე მომუშავე შპს „გარდაბანი თბოსადგური 2“-ის საპროგნოზო გამომუშავება 1.2 მლრდ კვტ/სთ-ს შეადგენს.

სემეკ-ში აცხადებე, რომ კომბინირებული ციკლის, თანამედროვე ტიპის თბოსადგური უზრუნველყოფს ქვეყნის ელექტროსისტემის საიმედოობასა და სტაბილურობას, განსაკუთრებით ზამთრის თვეებში, როდესაც ჰიდროელექტრგარდაბანი თბოსადგურიოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობა მინიმუმამდე მცირდება მდინარეებში წყლის ნაკლებობის გამო.