სემეკ-მა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს ოთხ თვეში 121 725 ლარი ჩამოაწერა
სემეკ-მა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს ოთხ თვეში 121 725 ლარი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ 2021 წლის იანვრიდან დღემდე 19 საჯარო სხდომა გამართა, სადაც 146 საკითხი განიხილა. მათ შორის, განსახილველი საკითხები შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის, კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებულ დავებს.

სემეკ-ის ინფორმაციით, საკითხების უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა.

„სემეკ-ში განხილული მოქალაქეთა საჩივრები კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, მათი უფლებები თუ ირღვევა კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლცენტრში ნომერზე, 16 216, ასევე სემეკ-ის ფეისბუქგვერდზეც“, – ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი