სემეკ-მა ბინების დღიურად გამქირავებლებისთვის წყლის ე.წ. ჰიბრიდული ტარიფის პირველად პროექტზე მუშაობა დაასრულა
სემეკ-მა ბინების დღიურად გამქირავებლებისთვის წყლის ე.წ. ჰიბრიდული ტარიფის პირველად პროექტზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ წყალმომარაგების სექტორში ე.წ. ჰიბრიდულ ტარიფთან დაკავშირებული პროექტის პირველად ვარიანტზე მუშაობა დაასრულა.

სემეკ-ის ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიღებულა. მანამდე სემეკ-ის სხდომის ფორმატში დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები გაიმართება, რომელშიც მოქალაქეები, დარგის სპეციალისტები და წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. განხილვის შემდეგ შესაძლოა, პროექტმა ცვლილებებიც განიცადოს.

რამდენიმე თვის წინ მოქალაქეებმა, რომლებიც თბილისში საცხოვრებელ ფართს დღიურად აქირავებენ, წყლის მომწოდებელ კომპანიას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (GWP) მარეგულირებელ კომისიაში უჩივლეს. დავის მიზეზი წყლის გადასახადის საყოფაცხოვრებო ტარიფის ნაცვლად, კომერციული ტარიფით დარიცხვა და დაკისრებული ჯარიმები გახდა. მოგვიანებით, კომპანიამ აღნიშნულ აბონენტებს ჯარიმები ჩამოაწერა, სემეკ-მა კი, ახალ სატარიფო პოლიტიკაზე დაიწყო მუშაობა. დღეისთვის, მრიცხველის შემთხვევაში, წყალმომარაგების მომსახურების საყოფაცხოვრებო ტარიფი ერთ კუბურ მეტრზე 32 თეთრს, ხოლო არასაყოფაცხოვრებო – 4.40 ლარს.