სემეკ-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. უმოქმედო ფართებში ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში კომისიას განცხადებით მიმართონ
სემეკ-ი მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. უმოქმედო ფართებში ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში კომისიას განცხადებით მიმართონ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოქალაქეებს მოუწოდებს, ე.წ. უმოქმედო ფართებში ელექტროენერგიის გადასახადის დარიცხვის შემთხვევაში კომისიას განცხადებით მიმართონ.

„თელასისა“ და „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) შემოწმების ფარგლებში დარღვევების იდენტიფიცირების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) მოუწოდებს მოქალაქეებს, რომელთაც 2021 წლის პირველი დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში ე.წ. „უმოქმედო ფართებში“ (სადაც არავინ ცხოვრობს) დაერიცხათ მოსალოდნელზე მეტი ელექტროენერგიის გადასახადი, მიმართონ სემეკ-ს.

„სპეციალურად ამ კატეგორიის მომხმარებლებისათვის სემეკ-ის ვებგვერდზე განთავსდა ფორმა, სადაც რამდენიმე საინფორმაციო ველის შევსებით, ინფორმაცია რეაგირებისთვის მიეწოდება სემეკის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს. ფორმის შესავსებად მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ მოცემული ბმულით: gnerc.org/ge/telasi-telmiko.

დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ, ქოლცენტრის საშუალებით ნომერზე 16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან) ან Facebook-ზე, სემეკის გვერდის დახმარებით“, – აღნიშნულია სემეკ-ის განცხადებაში.