სემეკ-ი გაზის ტარიფების საინვესტიციო კომპონენტს 20 დეკემბერს დაამტკიცებს

17:09, 16.12.2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია (სემეკ) გაზის სამომხმარებლო ტარიფების საინვესტიციო კომპონენტს 20 დეკემბერს დაამტკიცებს.

კომისიის სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, იგეგმება „თბილისი ენერჯის“, „სოკარ ჯორჯია გაზის“ და „საქორგგაზის“ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების შეთანხმება.

რაც შეეხება უშუალოდ სამომხმარებლო ტარიფებს, მათი განხილვა და დამტკიცება მომდევნო კვირაში იგეგმება.

მსგავსი