სემეკ-ი ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს

10:32, 01.08.2019

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას იწყებს.

კომისიამ ახალი ტარიფები გეგმურად, 31 დეკემბრამდე უნდა დაადგინოს. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხზე კი, სემეკ-ის წევრები დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებენ.

საუბარია „თბილისი ენერჯის“ (ყოფილი „ყაზტრანსგაზ-თბილისი“), „სოკარ ჯორჯია გაზის“, „საქორგგაზის“, ასევე მცირე ზომის კომპანიების მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების დადგენაზე.

სემეკ-ი „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტრანსპორტირების ტარიფსაც გადათვლის.

მსგავსი