სემეკ-ი ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს
სემეკ-ი ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

სემეკ-ი მოქალაქეთა მიმართვებიდან გამომდინარე, განმარტავს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება კომუნალურ შეღავაღებთან დაკავშირებით ეხება ბუნებრივი გაზის ყველა ლიცენზიანტი კომპანიის იმ აბონენტებს, რომლის მოხმარება ერთი თვის განმავლობაში შეადგენს 200 მ3-ს ან 200 მ3 -ზე ნაკლებს.

„კომუნალური შეღავათების პერიოდი მოიცავს მარტის, აპრილის, მაისის გადასახადს. ანუ, ყოველ თვეს თუ ბუნებრივი გაზის მოხმარება იქნება 200 მ3-ს ან 200 მ3 -ზე ნაკლები, მაშინ სახელმწიფოს მიერ მოხდება თქვენს მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის მოცულობის დაფინანსება ყოველ თვეს ცალ-ცალკე. თქვენ არ გადაიხდით არაფერს.

იმ შემთხვევაში, თუ თანხა უკვე გადახდილი გაქვს, თუმცა თქვენი მოხმარება არ აღემატება 200 მ3-ს, მაშინ კომუნალური შეღავათი აისახება თქვენს სააბონენტო ბარათზე, დეპოზიტის სახით“, – აცხადებს სემეკ-ი.

ამასთან, უწყება აზუსტებს, რომ სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმირებულია ყველა ლიცენზიატი კომპანია და მოქალაქეებს მიმართავს, რამე სახის გაურკვევლობის შემთხვევაში, დარეკომ სემეკ-ის ქოლცენტრში, ნომერზე 16 216 ან მიწერონ კომისიას ფეისბუქგვერდის საშუალებით.