სემეკ-ი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობის შემოწმებას იწყებს
სემეკ-ი ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობის შემოწმებას იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების საქმიანობის შემოწმებას იწყებს.

სემეკ-ის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან, რამდენად შეესაბამება კომპანიის საქმიანობა სალიცენზიო პირობებს, დააკვირდებიან საცალო მომხმარებელზე გაწეული მომსახურებისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაცვის პროცესს.

კომპანიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე შემოწმდება ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ცხრა კომპანია. კერძოდ, მიმდინარე წლის 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით სემეკის მიერ შემოწმდება შპს „აკრიანი 2006“-ი, შპს „გაზტრანს სერვისი“, შპს „გაზმშენი, შპს „ჩირაღდანი“, შპს „მამედი“, შპს „გამა“, შპს „დი-ვი-ეს“-ი, შპს „გოგოჭური და კომპანია“ და შპს „ენერგია +“.

სემეკ-ის მიერ კომპანიების შემოწმების საფუძველს წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც, კომისია უფლებამოსილია გააკონტროლოს ლიცენზიატების მიერ მათზე კანონმდებლობით დაკისრებული მოთხოვნების შესრულება, მათ შორის, შევიდეს კომპანიაში და მოითხოვოს დოკუმენტაცია.

დატოვე კომენტარი