სემეკ - დეკემბრის სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 იანვარია
სემეკ - დეკემბრის სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 იანვარია

დეკემბრის თვის კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 იანვარია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკ-ის ვებგვერდზე .

სემეკის ცნობით, აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.

როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.