სემეკ-ი ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს
სემეკ-ი ახალი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია დღეს ახალი პროგრამის – „ელექტრონული ჟურნალის“ პრეზენტაციას გამართავს.

სემეკ-ის ინფორმაციით, მომსახურების კომერციული ხარისხის მონიტორინგის პროგრამის მიზანია, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ გაუმჯობესდეს მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი. პროგრამა რეალური დროის რეჟიმში ხედავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევის პროცესს.

ღონისძიებას დაესწრებიან პარლამენტის, სამთავრობო უწყებების, თბილისის მერიის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი გამანაწილებელი კომპანიების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

ღონისძიებას სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავა გახსნის. „ელექტრონული ჟურნალის“ შესახებ პრეზენტაციას წარადგენს კომისიის წევრი, გიორგი ფანგანი.

ახალი პროგრამის პრეზენტაცია 11:00 საათზე სასტუმრო „ჰოლიდეი ინის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

დატოვე კომენტარი