„სელტამ“ მთავარ მწვრთნელ ოსკარ გარსიასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. ახალი შეთანხმება ესპანელ სპეციალისტთან ორწლიანი იქნება.
ესპანეთის ჩემპიონატის 31-ე ტურის შემდეგ „სელტა“ 33 ქულით მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონას 10 ქულით უსწრებს, გარსია კი გუნდს სათავეში 2019 წლის ნოემბრიდან უდგას. მანამდე ის „უოტფორდს“, „სენტ-ეტიენსა“ და „ოლიმპიაკოსს“ ავარჯიშებდა.
32-ე ტურში „სელტა“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ შეხვდება. მატჩი 27 ივნისს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.