„სელტამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
„სელტამ“ მთავარი მწვრთნელი დაითხოვა

პრიმერა დივიზიონის გუნდმა ვიგოს „სელტამ“ მთავარი მწვრთნელის ოსკარ გარსიას დათხოვნის შესახებ გამოაცხადა.

47 წლის სპეციალისტთან ერთად, გუნდს ტოვებს მთელი მისი სამწვრთნელო შტაბი. ამის შესახებ „სელტას“ ოფიციალურ ვებგვერდზე წერია.

გარსიამ „სელტა“ გასული სეზონის მსვლელობისას ჩაიბარა და მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა შეინარჩუნა ადგილი ლა ლიგაში.

მიმდინარე სეზონში ვიგოური კლუბი ესპანეთის ჩემპიონატის ცხრილში მე-17 ადგილზეა.