ესპანურმა „სელტამ“ მთავარ მწვრთნელთან ფრან ესკრიბასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. ხელშეკრულება 54 წლის სპეციალისტთან 2021 წლამდეა გათვლილი.
ესკრიბა გალისიელებს მარტში ჩაუდგა სათავეში და კლუბი მეორე ლიგაში გავარდნას გადაარჩინა. „სელტამ“ მე-17 ადგილი დაიკავა და ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 12 მაჩში 16 ქულა მოიპოვა.