სეისმოლოგები ახალ ზელანდიაში ვულკანის კიდევ ერთ ამოფრქვევას 24 საათის განმავლობაში ვარაუდობენ
სეისმოლოგები ახალ ზელანდიაში ვულკანის კიდევ ერთ ამოფრქვევას 24 საათის განმავლობაში ვარაუდობენ

ახალ ზელანდიაში, კუნძულ უაით აილენდზე ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ დაკარგული ცხრა ადამიანიდან შვიდი ავსტრალიის, ორი კი, ახალი ზელანდიის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალი ზელანდიის პოლიცია ავრცელებს.

ამ დროისათვის ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპულად ექვსი ადამიანი მიიჩნევა. დაშავებულია 30, მათგან ოთხის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სეისმოლოგების ინფორმაციით, შესაძლოა, ვულკანი მომდევნო 24 საათის განმავლობაში კიდევ ერთხელ ამოიფრქვეს.