სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს განათლების რეფორმას, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ არის მიმართული
სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს განათლების რეფორმას, რომელიც ადამიანური კაპიტალის განვითარებისკენ არის მიმართული

ჩვენ უკიდურესად მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობას მის არაჩვეულებრივ ვალდებულებაში, რაც განათლების სისტემაში ინვესტირებას გულისხმობს, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ განაცხადა.

როგორც სებასტიან მოლინეუსმა აღნიშნა, მომავალი კვირიდან მსოფლიო ბანკის ჯგუფი და საქართველოს მთავრობა იწყებენ პროექტს.

„ვმუშაობთ პროექტზე, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი“, რომლის მიზანს წარმოადგენს სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, განათლების ხარისხის ამაღლება და სწავლისთვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შექმნა. პროექტის მიზანია, მოიცვას მთელს ქვეყანაში 116 ათასზე მეტი მოსწავლე“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.