სებასტიან მოლინეუსი - მადლობა გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, განვიხილეთ ვაქცინაციის გეგმა და ვისაუბრეთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე
სებასტიან მოლინეუსი - მადლობა გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, განვიხილეთ ვაქცინაციის გეგმა და ვისაუბრეთ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე

სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

სებასტიან მოლინეუსი გიორგი გახარიას შეხვედრისთვის მადლობას უხდის და ხაზს უსვამს, რომ საუბარი შეეხო ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმას, ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებს.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შესანიშნავი შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინაციის გეგმა განვიხილეთ.

ვისაუბრეთ ასევე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისკენ მიმართულ სტრუქტურულ რეფორმებზე და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის განკუთვნილ დახმარებაზე, რაც საქართველოში ეკონომიკის სიძლიერესა და შოკებისადმი მედეგობას უზრუნველჰყოფს“, – წერს სებასტიან მოლინეუსი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს დღეს შეხვდა.