სებასტიან მოლინეუსი - დაახლოებით წლიური 5%-იანი ზრდით, უცხოური ინვესტიციების 7.5-8.5%-იანი მოზიდვით, ასევე, პოსტკოვიდურ პერიოდში, ვიხილეთ განსაკუთრებული ორნიშნა ზრდა და იმავეს ველოდებით წელსაც
სებასტიან მოლინეუსი - დაახლოებით წლიური 5%-იანი ზრდით, უცხოური ინვესტიციების 7.5-8.5%-იანი მოზიდვით, ასევე, პოსტკოვიდურ პერიოდში, ვიხილეთ განსაკუთრებული ორნიშნა ზრდა და იმავეს ველოდებით წელსაც

„ეკონომიკური მემორანდუმი“, რომელიც საქართველოსთან გავაფორმეთ, შეიცავს შთამბეჭდავ ისტორიას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, კოვიდპანდემიამდე საქართველო იყო ევროპასა და აზიაში ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა,  სებასტიან მოლინეუსმა განაცხადა.

როგორც მოლინეუსმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი აპირებს, დაეხმაროს საქართველოს მტკიცე პროდუქტიულობაში, რათა გაიზარდოს შესაძლებლობები ხალხისთვის და შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები.

„დაახლოებით წლიური 5%-იანი ზრდით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 7.5-8.5% -იანი მოზიდვით, ბოლო ათწლიან პერიოდში, რამაც თითქმის გაანახევრა სიღარიბე, ბოლო ორ წელიწადშიც, ასევე პოსტ კოვიდურ პერიოდში, ჩვენ ვიხილეთ განსაკუთრებული ორნიშნა ზრდა და ამავეს ველოდებით წელსაც. ეს მოყვება ძლიერ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას, ისევე როგორც ბიზნესსექტორის მტკიცე რეფორმას. თუმცა, ამავდროულად, ანალიზი გვიჩვენებს, რომ რჩება საკითხები, რომელთა აღმოფხვრაც საჭიროა.

პირველია უთანასწორობა, კერძოდ კი, საქართველოს რეგიონებში; მეორე, პროდუქტიულობის დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს და მესამე, სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამება ეკონომიკურ ზრდას. ამ მემორანდუმში შემუშავებულია რამდენიმე ამბიციური პოლიტიკა, რომელიც შეესაბამება მომდევნო 10 წლისთვის მთავრობის ამბიციურ ეკონომიკური ზრდის სტრატეგიას.

ჩვენ ვაპირებთ, დავეხმაროთ საქართველოს მტკიცე პროდუქტიულობაში, რათა გაიზარდოს შესაძლებლობები ხალხისთვის, შეიქმნას უკეთესი სამუშაო ადგილები, უზრუნველვყოთ, რომ ეკონომიკური განვითარება არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც გაიზარდოს.

ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ, რომ საქართველომ გამოიყენოს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის.

ზოგადად რომ ვთქვა, ფინანსური სექტორი ძლიერია. ნამდვილად გაუძლო დარტყმებს და დაამტკიცა, რომ მედეგია. მთავრობამ უნდა გააგრძელოს ფინანსური სექტორის სტაბილურობის, ზრდისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერა“, – განაცხადა მოლინეუსმა.