სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ საფრანგეთის მთავრობა სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხუთ ძირითად ინიციატივაზე იმუშავებს
საფრანგეთის მთავრობა სკოლებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხუთ ძირითად ინიციატივაზე იმუშავებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ განაცხადა.
მისი თქმით, განათლების მინისტრს დაევალა სამოქმედო გეგმის მომზადება, რომლის ფარგლებშიც პირველადი გადაწყვეტილებები თვის ბოლომდე უნდა იყოს მიღებული.
ლეკორნუს განცხადებით, ინიციატივები ეფუძნება ბოლო დღეებში ქვეყნის ყველა აკადემიაში გამართულ შეხვედრებს, სადაც საშუალო სკოლებში არსებულ ვითარებაზე, მოსწავლეებისა და განათლების სფეროს თანამშრომლების პრობლემებზე იმსჯელეს.
სებასტიან ლეკორნუს თქმით, გეგმა ხუთ ძირითად მიმართულებას მოიცავს, ესენია გაკვეთილების შეუფერხებლად ჩატარების უზრუნველყოფა, სკოლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სასწავლო დღის უკეთ ორგანიზება, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის პლატფორმის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მოსწავლეების მოსაზრებების გათვალისწინება.
ლეკორნუს განმარტებით, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ეროვნული განათლებისთვის დამატებით 1.2 მილიარდი ევროს გამოყოფას ითვალისწინებს, თუმცა დარჩენილი პრობლემების გადასაჭრელად კიდევ მეტი მუშაობაა საჭირო.
ამასთან, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება ძალადობას არ შეეგუება.
ცნობისთვის, მასწავლებლების დეფიციტისა და სკოლების შენობებში არასათანადო მდგომარეობის გამო საპროტესტო აქციები გასულ თვეში პარიზში დაიწყო და ქვეყნის მასშტაბით გავრცელების შემდეგ, სულ უფრო ძალადობრივი გახდა. დაპირისპირების დროს ათობით ადამიანი დაშავდა, პოლიციამ კი ასობით პირი დააკავა. საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდა, 400-დან 500-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება კი სრულად ან ნაწილობრივ დაიხურა.
Le Gouvernement fait aujourd’hui un pas supplémentaire pour répondre aux difficultés des lycéens et des personnels éducatifs. Je confie aux ministres une feuille de route avec cinq chantiers et de premières décisions attendues avant la fin du mois. Le ministre de l’Education nationale animera l’ensemble de ces travaux.
Ces chantiers viennent des sujets remontés des conseils académiques de la vie lycéenne, réunis ces derniers jours dans toutes les académies : ils sont le fruit des échanges avec celles et ceux qui acceptent le dialogue et le travail. Cet engagement doit avoir des suites concrètes.
Le travail portera sur les problèmes de fond : assurer les cours, améliorer les locaux avec les conseils régionaux qui en ont la responsabilité, mieux organiser les journées, rendre Parcoursup plus transparent et donner des suites à la parole des lycéens.
Les progrès accomplis doivent être poursuivis : le projet de budget 2027 prévoit encore 1,2 milliard d’euros supplémentaires pour l’Éducation nationale. Mais nous devons aussi corriger avec humilité ce qui reste insuffisant. Le débat parlementaire budgétaire le permettra.
Avant fin octobre, les premières décisions seront présentées avec leur financement et leur calendrier. Le dialogue doit produire des changements visibles dans les lycées.
Dans le même temps, nous ne céderons rien à la violence : soutien aux élèves et personnels agressés, aux policiers et gendarmes blessés.
Nous accélérons en parallèle l’examen du projet de loi « casseur-payeur » pour faire supporter aux auteurs des dégradations le coût de leurs actes.
➡️ Retrouvez la lettre
— Sébastien Lecornu (@SebLecornu) October 4, 2026