სებასტიან კურცი - ევროპის იდეა სრულად განხორციელდება, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები იქნებიან
სებასტიან კურცი - ევროპის იდეა სრულად განხორციელდება, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები იქნებიან

ევროპის იდეა სრულად იქნება განხორციელებული, როდესაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები იქნებიან. ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა განაცხადა. სებასტიან კურცის თქმით, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ოფიციალური ვენა შეეცდება, დასავლეთი ბალკანეთის ქვეყნებმა პროგრესის მიღწევა შეძლონ, რაც მათ ევროკავშირის წევრობასთან დააახლოებს.

ავსტრიის კანცლერმა ასევე საზღვრების საკითხზეც ისაუბრა. სებასტიან კურცის განცხადებით, ავსტრია წევრ ქვეყნებს ნაციონალური ზომების მიღებას ვერ შეუზღუდავს, თუმცა იმუშავებს, რომ ევროკავშირში შიდა საზღვრები არ აღიმართოს.