სებ-ის პრეზიდენტი - შესაძლოა, ლარის გაუფასურების მიზეზი გაზრდილი იმპორტი იყოს
სებ-ის პრეზიდენტი - შესაძლოა, ლარის გაუფასურების მიზეზი გაზრდილი იმპორტი იყოს

 

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ გამორიცხავს, რომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება იმპორტის ზრდას უკავშირდებოდეს.

როგორც გვენეტაძემ პარლამენტში  გამოსვლისას აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით ზუსტი მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

“დღეს ლარის კურსის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი მოლოდინებია. თუმცა, არ არის გამორიცხული, მაგალითად, ნოემბერში იყოს დაფიქსირებული იმპორტის ზრდა. შესაბამისი მონაცემები კვარტლის ბოლოს შეგროვდება”, – აღნიშნა გვენეტაძემ.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია მეზობელი ქვეყნების ვალუტების მდგომარეობა – მაგალითად, თურქული ლირა დოლართან მიმართებაში ისტორიულ მინიმუმზეა.

რაც შეეხება მოლოდინებს, კობა გვენეტაძის განცხადებით, იყო მოლოდინი, რომ შემოდგომაზე, ასევე არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურდებოდა. 

დატოვე კომენტარი