სდსს - კატეგორიულად გამოვრიცხავთ დაცვის სამსახურის თანამშრომლების რაიმე ფორმით მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ
სდსს - კატეგორიულად გამოვრიცხავთ დაცვის სამსახურის თანამშრომლების რაიმე ფორმით მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ

კატეგორიულად გამოვრიცხავთ დაცვის სამსახურის თანამშრომლების რაიმე ფორმით მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ, – ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები წინასაარჩევნო კამპანიაში რაიმე ფორმით არიან ჩართულნი. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს არის სრული დეზინფორმაცია, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური არის აპოლიტიკური უწყება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდშიც, ისევე, როგორც ყოველთვის, მოქმედებს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში და მისი თითოეული თანამშრომელი ასრულებს კანონით მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

კატეგორიულად გამოვრიცხავთ დაცვის სამსახურის თანამშრომლების რაიმე ფორმით მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში რომელიმე კანდიდატის სასარგებლოდ. არავითარი სიები სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში არ არსებობს, გარდა იმ სიებისა, რომელიც დგება იმისთვის, რათა თანამშრომლებმა, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ, მოქალაქეობრივი ვალის მოხდა და არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ.

მიუღებელია მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება“, – აცხადებენ სდსს-ში.

დატოვე კომენტარი