საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებმა ქუთაისში შეხვედრა გამართეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ რეგიონებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწო. დღეს სამეურვეო საბჭოს წევრები გიორგი იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა და ნინია კაკაბაძე ქუთაისში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმერეთის რეგიონში მცხოვრებლებს შეხვდნენ. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: სტუდენტებმა, მოსწავლეებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედია სექტორის წარმომადგენლებმა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

შეხვედრის მიზანი იყო, სამეურვეო საბჭოს წევრებს მიეღოთ ინფორმაცია იმის შესახებ, რამდენად უყურებს და ენდობა მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებს, რომელი გადაცემები მოსწონთ ან არ მოსწონთ და როგორი სახის გადაცემების ნახვას ისურვებდნენ ისინი. მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.