საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მიხეილ ჩიკვილაძე აირჩიეს

13:48, 22.09.2020

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ მიხეილ ჩიკვილაძე აირჩიეს.

შესაბამისი გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის მოადგილედ მიხეილ ჩიკვილაძის არჩევას საბჭოს შვიდმა წევრმა მისცა ხმა.

მსგავსი