საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირინა ფუტკარაძე აირჩიეს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირინა ფუტკარაძე აირჩიეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ ირინა ფუტკარაძე აირჩიეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. სხდომას საბჭოს ცხრა წევრიდან შვიდი ესწრებოდა. ირინა ფუტკარაძემ კი ხუთი ხმა მიიღო.

ირინა ფუტკარაძე მანამდე სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. შესაბამისად, ვაკანტური გახდა ეს პოზიცია. დღევანდელ სხდომაზე გაიმართა კენჭისყრის პროცედურა. მოადგილეობის კანდიდატებად გამოვლინდა საბჭოს ორი წევრი ქეთევან მსხილაძე და იზაბელა ოსიპოვა. იზაბელა ოსიპოვამ ექვსი ხმა, ქეთი მსხილაძემ კი ერთი ხმა მიიღო.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილ თავმჯდომარე გრიგოლ გოგელიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.