საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო რეგიონებში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო რეგიონებში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

დღეს სამეურვეო საბჭოს წევრები გიორგი იაკობაშვილი, იზაბელა ოსიპოვა და ნინია კაკაბაძე მარნეულში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივებს შეხვდნენ.

შეხვედრაში ძირითადად ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა მონაწილეობდა. შეხვედრის მიზანია, სამეურვეო საბჭო ფლობდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რამდენად უყურებს და ენდობა მაყურებელი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებებს, რომელი გადაცემები მოსწონთ ან არ მოსწონთ.

შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა მოთხოვნა, რომ აზერბაიჯანელ მოსახლეობას სურს, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს მათთვის გასაგებ ენაზე.

მსგავსი შეხვედრები სხვა რეგიონებშიც გაიმართება.