საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო გენერალური დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრებას დღეს გამართავს.

სამეურვეო საბჭოს 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.

სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს მიერ გამოცხადებული ღია კონკურსი 17 სექტემბერს დასრულდა. კონკურსში რვა კანდიდატი მონაწილეობდა.

მეორე ტურში გადასულ კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 14.00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირი ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის ონლაინპლატფორმებზე განხორციელდება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო ახალ გენერალურ დირექტორს მეორე ტურში გადასული კანდიდატებიდან ხვალ, 25 სექტემბერს აირჩევს.