საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის პირველი ეტაპის, კერძოდ, კონსტრუქციულ და არქიტექტურულ სამუშაოებს შპს „დაგი“ განახორციელებს.

ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ათი სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.

ხელშეკრულების გაფორმებამდე, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 43 636 020 ლარია.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თბილისში, ანა პოლიტკოვსკაიას N31-ში ახალი შენობის სამშენებლო სამუშაოების პირველი ეტაპის, კონსტრუქციული და არქიტექტურული სამუშაოების ჩატარებაზე სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, ელექტრონული ტენდერი (NAT200008305) 2020 წლის 9 ივნისს გამოაცხადა.

დატოვე კომენტარი