საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალი დირექტორის ვინაობა სავარაუდოდ ხვალ გახდება ცნობილი. დღეს მრჩეველთა საბჭომ კონკურსანტებთან გასაუბრება დაიწყო.

სულ დირექტორობის სურვილი ათმა კანდიდატმა გამოთქვა, მათ შორის შვიდი აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია. მეორე ტურში გადავიდა ცხრა კონკურსანტი.

ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის, ნათია შავაძის დოკუმენტაციაში მრჩეველთა საბჭომ ხარვეზები აღმოაჩინა. მას არ ჰქონდა წარდგენილი მაგისტრის დიპლომი, რასაც კანონმდებლობა ითხოვს.

დღეს მრჩეველთა საბჭო ოთხ კანდიდატს, ხვალ კი ხუთს გაესაუბრება. 17:00 საათისთვის კი გაიმართება კენჭისყრა.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გიგო ჩხარტიშვილის განცხადებით, საბჭო მოტივირებულია დირექტორის ასარჩევად, ვინაიდან მაუწყებელს უკვე შვიდი თვეა არ ჰყავს დირექტორი, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის ტელევიზიასა და რადიოს.

დატოვე კომენტარი